ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქმეთა დროებითი რწმუნებულის მენდოსაში ვიზიტის თაობაზე

29-30 სექტემბერს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ქეთევან საბაური დაესწრო ქალაქ მენდოსაში გამართულ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის მეორე გლობალურ კონფერენციას, რომელშიც ასევე მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელი თორნიკე ზირაქიშვილი. ღონისძიებას ასევე დაესწრო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში, ზურაბ პოლოლიკაშვილი.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ მესამე პანელში შედგა პრეზენტაცია ღვინის ტურიზმში საქართველოს საუკეთესო გამოცდილების შესახებ, რაზეც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა.  პანელის დასასრულს, ღვინის ტურიზმის მომდევნო გლობალური კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად ოფიცილურად დასახელდა მოლდოვის რესპუბლიკა და ქვეყნის წარმომადგენელს კონფერენციის სიმბოლო - ქართული ქვევრის მინიატურული ვერსია გადაეცა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ