ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საელჩოს მრჩევლის მიერ პარაგვაიში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე

8-9 მაისს საელჩოს მრჩეველი ქეთევან საბაური ვიზიტით ეწვია პარაგვაის რესპუბლიკას და შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ოსკარ კაბელოსთან და სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრთან, სენატის ექს-პრეზიდენტთან მარიო აბდო ბენიტესთან, რომელიც 2018 წელს დაგეგმილ პარაგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში სამთავრობო პარტია “Partido Colorado“-ს ერთ-ერთი კანდიდატია. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. თავის მხრივ, პარაგვაული მხარე დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ