ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჩილეში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე

11 აპრილს საქართველოს ელჩი გელა სეხნიაშვილი  ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორს მარია ალეხანდრა გერას. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

12 აპრილს ჩილეს დეპუტატთა პალატაში საქართველო-ჩილეს ახლადშექმნილი პარლამენტთაშორის მეგობართა ჯგუფის დეპუტატების მოწვევით, ელჩი ეწვია ქ. ვალპარაისოს, სადაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მდებარეობს. ელჩმა შეხვედრა გამართა დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან ფიდელ ესპინოსასთან, რის შემდეგაც მეგობრობის ჯგუფის წევრმა დეპუტატებმა იგი სადილზე მიიწვიეს. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე. ელჩს თან ახლდა საელჩოს მრჩეველი ქეთევან საბაური.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ