ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ურუგვაიში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე

11-12 მაისს ელჩი გელა სეხნიაშვილი, მრჩევლის ქეთევან საბაურის თანხლებით, ეწვია ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას, სადაც გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრისა, ეწვია სამშვიდობო ოპერაციების ეროვნულ სკოლას და ასევე შეხვედრა გამართა ურუგვაის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან გენერალ გიდო მანინი რიოსთან. იქედან გამომდინარე, რომ ელჩი მიმდინარე თვეში ასრულებს მისიას, შეხვედრებზე მას ჰქონდა შესაძლებლობა დამშვიდობებოდა ურუგვაის მთავრობის წარმომადგენლებს. 

12 მაისს, საქართველოს ელჩი ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როდოლფო ნინ ნოვოამ მიიღო. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ურუგვაის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკას, გაეროში წარსადგენ ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტის შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ