ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ჩილეში ვიზიტის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ჩილეს ქალაქ პუერტო-ვარასს ეწვია და მონაწილეობა მიიღო „წყნარი ოკეანის ალიანსის“ მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც 29 ივნისს გაიმართა თემატური სამუშაო პანელები, ასევე მიღება ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრის ჰერალდო მუნიოსის მოწვევით და ვახშამი ჩილეს პრეზიდენტის მიჩელ ბაჩელეტის მოწვევით. 30 ივნისს მინისტრის მოადგილე დაესწრო ალიანსისა და ჩილეს წარმოებისა და ვაჭრობის კონფედერაციის (CPC) მიერ მოწვეულ ბიზნეს ფორუმს, რომელშიც რეგიონის 700-მდე ბიზნესმენი და სამთავრობო დელეგატი მონაწილეობდა.

„წყნარი ოკეანის ალიანსი“ 2011 წელს დაარსდა და ლათინური ამერიკის ოთხ ქვეყანას, ჩილეს, პერუს, კოლუმბიასა და მექსიკას აერთიანებს. მისი მიზანია ალიანსის წევრებსა და პარტნიორებს შორის თავისუფალი სავაჭრო სისტემების შექმნა, საბაჟო ბარიერების შემცირება და ეკონომიკური კავშირების დინამიზაცია. საქართველო ალიანსს 2015 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით შეურთდა და წელს პირველად იქნა მიწვეული მინისტერიალსა და ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

 

http://www.cumbreap2016.cl/blog-3-columns/

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ