ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის არგენტინაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არგენტინას ეწვია და შეხვედრა გამართა არგენტინელ კოლეგასთან, ხერმან გარავანოსთან. ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ღია მმართველობასა და სერვისებზე მომუშავე სხვადასხვა არგენტინული უწყებების წარმომადგენლები. მხარეები შეთანხმდნენ უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თეა წულუკიანი არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრს ანდრეს იბარასაც შეხვდა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო. თეა წულუკიანმა არგენტინელ მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის, რეგიონებში ელ-მმართველობის დანერგვისა  და ასევე, ელექტრონული აუქციონების, ელექტრონული ტენდერებისა და სხვა სისტემების შესახებ.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და არგენტინის შინაგან საქმეთა მინისტრმა როხელიო ფრიხერიომ ერთად დახურეს ქართველი ებრაელების 26 საუკუნოვანი ისტორიის შესახებ ფოტო-გამოფენა. მათ ასევე ახლდნენ არგენტინის ეროვნული არქივის დირექტორი ემილიო პერინა, ებრაელთა წარმომადგენლობითი ორგანოს, DAIA–ს პრეზიდენტი არიელ კოენ საბანი და ჰოლოკოსტის მუზეუმის პრეზიდენტი გუსტავო მეჰადებ საკალი.

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ