ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მაურისიო მაკრის ინაუგურაციის ცერემონიალში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობის თაობაზე

მ.წ 10 დეკემბერს არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის მაურისიო მაკრის ინაუგურაციის ცერემონიალში, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა დავით ჯალაღანიამ. ოფიციალური პროგრამის ფარგლებში იგი დაესწრო არგენტინის ეროვნულ კონგრესში პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებას, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში - სან-მარტინის სასახლეში - საზღვარგარეთის დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის ორგანიზებული საპროტოკოლო მისალმებას, სადაც საქართველოს სახელით პირადად მიულოცა გამარჯვება პრეზიდენტ მაკრის. სან-მარტინის სასახლეში გამართული მიღების ფარგლებში შედგა ხანმოკლე საუბარი დავით ჯალაღანიასა და არგენტინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ სუსანა მალკორას შორის.

ამასთან, მ.წ. 9 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა არგენტინის ეროვნული სენატის დროებით პრეზიდენტთან, პარტია Pro-ს ერთ-ერთ ლიდერთან, ფედერიკო პინედოსთან. შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი სფეროები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ