ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის ბიოგრაფია

გელა სეხნიაშვილი 

 

გელა სეხნიაშვილი დაიბადა  1978 წლის 6 იანვარს, თბილისში.

 

არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა 2012 სექტემბერში. ასევე, აკრედიტებულია საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოსა და ეკვადორის რესპუბლიკაში.

 

 2011-2012 წლებში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი

 

2004 – 2011 წლებში იყო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „მსოფლიოს ექიმების" (საფრანგეთი) მისიის ხელმძღვანელი შემდეგ ქვეყნებში: ბრაზილია (2004-2006), გვატემალა (2006-2008),  და სირია (2008-2011).

 

2003 - 2004 წლებში იყო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „კვლევისა და ტექნიკური გაცვლის ჯგუფი"-ის პროგრამის მენეჯერი, საფრანგეთი-ბრაზილია.

 

ფლობს ქართულ, ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ, ინგლისურ, რუსულ და არაბულ (სირიო-ლიბანური დიალექტი, სალაპარაკო) ენებს.

 

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ