საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ყურაშვილის მენდოსაში ვიზიტის თაობაზე

2018 წლის 2-4 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია მენდოსის პროვინციას, სადაც პროვინციის მთავრობის მიერ მოწვეულ იყვნენ ბუენოს-აირესში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ღონისძიება "რთველი 2018''-ში მონაწილეობის მისაღებად.

მენდოსაში ვიზიტის ფარგლებში, ელჩი შეხვდა პროვინციის გუბერნატორს, ალფრედო კორნეხოს, რომელთანაც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები მეღვინეობისა და ტურიზმის სფეროში. აღსანიშნავია, რომ მენდოსის პროვინცია არგენტინაში არსებულ 23 პროვინციას შორის წამყვანია მეღვინეობის კუთხით, მასზე ღვინის წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი მოდის. გუბერნატორი ალფრედო კორნეხო 2016 წელს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს, სადაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ასევე შეხვდა მენდოსაში არსებულ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომელთანაც განხილულ იქნა არგენტინაში არსებულ მცირერიცხოვან ქართულ დიასპორასა და საელჩოს შორის თანამშრომლობის საკითხები.