საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ყურაშვილის მიერ არგენტინის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის თაობაზე

2018 წლის 12 მარტს არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაურისიო მაკრის. რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, შედგა საქართველოს ელჩის შეხვედრა არგენტინის პრეზიდენტთან. პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, არგენტინის ეროვნული გმირის, გენერალ ხოსე სან მარტინის მოედანზე, საქართველოს სახელით, ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა, სამხედრო ჰიმნის თანხლებით, გვირგვინით შეამკო გენერალ სან მარტინის ძეგლი.