საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ დიასპორასთან შეხვედრას უმასპინძლა

2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საელჩოში არგენტინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

სტუმრებს საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი მიესალმა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.  

ამასთან, დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ არგენტინაში მცხოვრები ქართველი მხატვრის გოჩა გაიოსის ფერწერული ნამუშევრები.