საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა მოხსენება წაიკითხა არგენტინის უნივერსიტეტის “Universidad Católica de Argentina”-ს საერთაშორისო ურთიერთობების კათედრაზე

2021 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა  მოხსენება წაიკითხა არგენტინის უნივერსიტეტის “Universidad Católica de Argentina”-ს საერთაშორისო ურთიერთობების კათედრაზე.

მოხსენება შეეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს, ქვეყნის განვითარების მიღწევებს, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებს.

ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა.