საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურუგვაიში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

2021 წლის 14 ივლისს მონტევიდეოში საქართველოს დროშა აფრიალდა - ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ოფიციალურად გახსნა საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. მონტევიდეოში, რომელსაც საპატიო კონსული ლუის ფრაპოლა ხელმძღვანელობს.

გახსნის ცერემონიას ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ევროპის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი კარლოს ჯიტო, საკანონმდებლო ორგანოს - გენერალური ასამბლეის სახელით  წარმომადგენლობითი პალატის დეპუტატი სილვანა პერეს ბონავიტა და ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენელი ხორხელინა სანჩეს ნაკაშიძე ესწრებოდნენ. ურუგვაიში მოქმედი ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების გათვალისწინებით, გახსნის ცერემონიალზე არა უმეტეს 4-5 პირის მოწვევა იყო შესაძლებელი. მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.