საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არგენტინის სენატში ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ისტორიაში პირველად დაფუძნდა საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი

არგენტინის სენატში ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ისტორიაში პირველად დაფუძნდა საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი:

2021 წლის 29 ივნისს არგენტინის ვიცე-პრეზიდენტმა, სენატის თავმჯდომარემ კრისტინა კირშნერმა ხელი მოაწერა დადგენილებას სენატში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის დაფუძნების შესახებ და დაამტკიცა მისი შემადგენლობა. ჯგუფს შეადგენენ არგენტინელი სენატორები როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური ძალებიდან. მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეა სენატორი ლუსილა კრექსელი.

უახლოეს თვეებში, არგენტინაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, იგეგმება რამდენიმე ღონისძიება არგენტინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრების მონაწილეობით.