საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი მოხსენებით წარდგა არგენტინის წამყვანი კვლევითი ცენტრის CARI-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

2021 წლის 29 ივნისს საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არგენტინის წამყვანი კვლევითი ცენტრის  არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს (CARI) მიწვევით, ვირტუალური ღონისძიების ფარგლებში წარდგა მოხსენებით თემაზე საქართველო - ტრანსფორმაციის 30 წელი: წარმატებები და გამოწვევები. ღონისძიებას CARI-ის პრეზიდენტი, ელჩი ხოსე ბორდონი და ევროაზიურ სწავლებათა კოორდინატორი, ელჩი ლილა ვასკესი უძღვებოდნენ.

ვირტუალურ ღონისძიებას არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი კლაუდიო ჯაკომინო, სამინისტროს მრავალმხრივი და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო მდივანი მოადგილე კაროლა რამონი, არგენტინაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მონაწილეებმა ელჩს კითხვები დაუსვეს საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობების, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციული პროცესების, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ.

ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა.