საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი არგენტინის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

2021 წლის 29 მარტს ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩოს არგენტინის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდო ვალდესი ეწვია.

 

არგენტინაში საქართველოს ელჩს ირაკლი ყურაშვილსა და არგენტინელ პარლამენტარს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას, ზოგადად  ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს,არგენტინის პარლამენტის ქვედა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის განახლებული ჯგუფის ფორმატში ღონისძიებების დაგეგმვის საკითხებს.

 

დეპუტატთა პალატის საგარეო ურთერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დიდი ინტერესით მოისმინა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების შესახებ.