საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არგენტინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა სოციალური, პრევენციული და სავალდებულო იზოლაცია - Aislamiento Social, Preventivo y Obligatorio ASPO (კარანტინი), რომელიც ძალაში 2020 წლის 20 მარტს, 00.00 საათზე შევიდა.

27 ნოემბერს არგენტინის პრეზიდენტმა გამოაცხადა ASPO-ს მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულების შესახებ, რაც ძალაში 2020 წლის 30 ნოემბერს შევიდა.

ამ ეტაპზე, 2020 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით მთელ ქვეყანაში მოქმედებს სოციალური, პრევენციული და სავალდებულო დისტანცირება (Distanciamiento Social, Preventivo y Obligatorio DISPO).

 

ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის მთავრობის დადგენილებით, დედაქალაქში 15 აპრილიდან სავალდებულოა პირბადის გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას (საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზია, აფთიაქი, საავადმყოფო). კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოქალაქე დაჯარიმდება. იგივე წესი 20 აპრილიდან არგენტინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. 4 მაისიდან ქალაქ ბუენოს-აირესში სავალდებულო გახდა პირბადის გამოყენება ქუჩაშიც.

ბუენოს-აირესის მინისტრ პისტარინის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლებულია სისტემატური რეისები ევროპის მიმართულებით (ამსტერდამი, პარიზი, მადრიდი, ბარსელონა, ლონდონი, სტამბოლი). ავიაბილეთებს ყიდიან ავიაკომპანიები: KLM, AIR FRANCE, IBERIA, AIR EUROPA, LEVEL, BRITISH AIRWAYS, TURKISH AIRLINES.


მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აღრიცხავენ ადგილზე მყოფ მოქალაქეებს და კრებენ ადგილსამყოფელის, საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ მონაცემებს.

საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ და ელექტრონული ფორმით გამოგზავნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე განთავსებული განცხადების ფორმა.

http://www.argentina.mfa.gov.ge/default.aspx…

შეგახსენებთ, რომ არგენტინაში საქართველოს საელჩოსა და საკონსულო სამსახურში მოქმედებს ცხელი ხაზი მითითებულ ნომრებზე: +5491125934407; +5491155250077.