საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა სანტა ფეს პროვინციის მთავრობის წარმომადგენელი მიიღო

2020 წლის 4 თებერვალს, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფედერალური ერთეულის - სანტა ფეს პროვინციის მთავრობის საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონული ინტეგრაციის მდივანთან ხულიეტა დე სან ფელიქსთან. საუბარი სანტა ფეს პროვინციასთან თანამშრომლობის წამოწყების საკითხებს შეეხო.