საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტს არგენტინის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

2019 წლის 6 დეკემბერს არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორხე ალეხანდრო მასტროპიეტრომ (რეზიდენციით ქ. ანკარა) საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, 8 ქვეყნის არარეზიდენტ ელჩთან ერთად რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.  

 

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩებისთვის მიღება გამართა და დიპლომატებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.