საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არგენტინის ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს

2019 წლის 6 დეკემბერს საქართველოში არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორხე ალეხანდრო მასტროპიეტრომ (რეზიდენციით ქ. ანკარა) რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

 

ცერემონიის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ საქართველოში არგენტინის ელჩთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა საქართველოსა და არგენტინის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და დინამიური თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.