საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ

2019 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება 16-დღიანი სამთავრობო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

 

კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა „სექსუალური შევიწროება“, რაც, ერთი მხრივ, ეხმიანება საერთაშორისო ვალდებულებებს და მეორე მხრივ, პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს,  რომლის მიხედვითაც სექსუალური შევიწროება დასჯად ქმედებად განისაზღვრა. როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, რისთვისაც უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ ღონისძიებათა ნუსხა შეიმუშავა.

 

დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო უწყება გეგმავს სამინისტროს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების გატარებას. ამას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია გენდერული ძალადობის წინააღდეგ.

 

კამპანიის ძირითადი გზავნილია: „სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და ისჯება კანონით“.  საგანგებოდ კამპანიისათვის შემუშავდა სპეციალური ჰეშ-თეგები: #სახელმწიფოზრუნავს #ყველაქალსაქვსსათქმელი და #16დღიანიკამპანია2019. ასევე, მომზადდა სპეციალური საინფორმაციო ბროშურა და დამატებითი მასალა („მითები და ფაქტები“), რომელიც განთავსებულია საქართველოს საელჩოს ოფიციალურ და ფეისბუქის გვერდებზე.