საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოს კონკურსი სამთვიან სტაჟირებაზე

არგენტინაში საქართველოს საელჩო აცხადებს კონკურსს 2020 წლის სამთვიან საგაზაფხულო (მარტი-მაისი) სტაჟირებაზე.

 

სტაჟირების გავლის მსურველები უნდა ფლობდნენ არგენტინაში ცხოვრების უფლებას და სწავლობდნენ უნივერსიტეტის საბაკალავრო ან მაგისტრატურის პროგრამაზე. აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ფლობდეს ქართულ და ესპანურ ენებს.

 

გთხოვთ ქართულ ენაზე მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და არგენტინაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, რეზიდენტის ბარათი) შემდეგ მისამართზე: buenosaires.emb@mfa.gov.ge

 

სტაჟირების კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

 

სტაჟირება სტიპენდიისა და ანაზღაურების გარეშეა.