საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის დეგუსტაცია

2019 წლის 29 ნოემბერს ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას არგენტინასა და ურუგვაიში ღვინის დისტრიბუტორი კომპანიებისა დაბუტიკის ტიპის ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები, არგენტინის საგარეო საქმეთა და კულტთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და საელჩოს სხვა მეგობრები ესწრებოდნენ. საღამოს ქართული ღვინის ექსპერტი, არგენტინელი სომელიე მაურო ვილიარეხო უძღვებოდა.

 

სტუმრებს სიტყვით მიმართა არგენტინაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა, რომელმაც ქართული ღვინის უძველეს კულტურაზე, ქართული ყურძნის ჯიშის ნაირსახეობებსა და ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებზე ისაუბრა.

 

დაგემოვნებულ ღვინოებს შორის იყო ჩიბალას მარანისა” და გურაშვილის ღვინოს  საფერავი“, „მუკუზანი“, ქისიდარქაწითელი მწვანე“.