საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო ბუენოს-აირესის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

2019 წლის 5-8 ოქტომბრის ჩათვლით ბუენოს-აირესში იმართება ლათინური ამერიკის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა “Feria Internacional de Turismo de América Latina”. გამოფენაში ასევე მონაწილეობს ქართული ტურისტული კომპანია “Explore Georgia”.

 

7 ოქტომბერს აღნიშნული კომპანიის სტენდს ეწვივნენ არგენტინის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი გუსტავო სანტოსი და არგენტინაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, საელჩოს მრჩეველი ნიკოლოზ გეგეშიძე, რომლებმაც ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და აგრეთვე “Explore Georgia”-ის წარმომადგენელს ნინა არდიშვილს შეხვდნენ.