საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს

2019 წლის 7-8 ოქტომბერს შედგა ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) ირაკლი ყურაშვილის ვიზიტ მონტევიდეოში.


8 ოქტომბერს, სუარესის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესს. ცერემონიას ესწრებოდა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი როდოლფო ნინ ნოვოა. რწმუნებათა სიგელების ასლი საქართველოს ელჩმა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს 2018 წლის მაისში გადასცა.


ამის გარდა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ურუგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ მონიკა ქსავიერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან კარლოს ჯიტოსთან.