საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია ლათინური ამერიკის განვითარების ცენტრში

2018 წლის 16 ნოემბერს, არგენტინის გავლენიან „Think Tank”-ში, ლათინური ამერიკის განვითარების ცენტრში (CADAL) გაიმართა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ირაკლი ყურაშვილის საჯარო ლექცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოს მიერ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესისა და მიღწეული შედეგების მიმოხილვას ისახავდა მიზნად. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ცენტრის მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული პროგრამის "Good Bye Lenin" მონაწილე სტუდენტები და მკვლევარები.