საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ოფიციალური ვიზიტით არგენტინას ეწვია

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა არგენტინის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან, სანტიაგო დელ სოლარისთან და გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სახელმწიფო მდივანთან, სერხიო ბერგმანთან. ამას გარდა, მინისტრმა მოინახულა და შესაბამისი შეხვედრები გამართა არგენტინის სოფლის მეურნეობის ეროვნულ ინსტიტუტში, არგენტინის სოფლის მეურნეობის რეგიონული კონსორციუმების ასოციაციაში „AACREA” და მსხვილ მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ორგანიზაციაში LA RURAL“.

შეხვედრებზე მხარეებს შორის განხილულ იქნა საქართველოსა და არგენტინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და ამ მიზნით სოფლის მეურნეობის დარგში სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სახელმწიფო მდივანთან გამართულ შეხვედრაზე კი მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული საკითხები და ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების არსებული შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის თანამშროლობის განვითარების ხელშეწყობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბუენოს აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტში დედაქალაქის საპატიო სტუმრის სიგელით დაჯილდოვდა.