საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ურუგვაის რესპუბლიკას ეწვია

29 ოქტომბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში. ვიზიტი, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან არიელ ბერგამინოსთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო, სადაც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ურუგვაელ კოლეგებთან - მეცხოველეობის, სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრთან, ენსო ბენიჩთან და ტერიტორიული დაგეგმარებისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, ენეიდა დე ლეონთან. ამას გარდა დაგეგმილია შეხვედრები ურუგვაის ეროვნული ხორცის ინსტიტუტის და რძის მწარმოებელთან ეროვნული კოოპერატივის პრეზიდენტებთან.