საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა სალვადორის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

ქ. ბუენოს-აირესში,  სალვადორის უნივერსიტეტში USAL-ში გამართულ სამუშაო საუზმეზე, არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა -- PAIS PERFIL GEORGIA. 

ლექციის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა  ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ასევე, ელჩმა მიმოიხილა საქართველო -არგენტინის ორმხრივი ურთიერთობები და საქათველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები. ირაკლი ყურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სალვადორის უნივერსიტეტის სტუდენტები, სამეცნიერო წრეებისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სალვადორის უნივერსიტეტის რექტორთან, კარლოს სალვადორეს დე არსუაგასთან.