საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჩილეს რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 7 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ჩილეს რესპუბლიკაში:

  • ირაკლი ყურაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი) - 2018 წლის აპრილიდან
  • გელა სეხნიაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი) - 2013 წლის 4 აპრილიდან 2017 წლის ივნისამდე

ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ხულიო ბრავო იუბინი (რეზიდენციით ქ. ვარშავა) - 2017 წლის 29 ნოემბრიდან - დღემდე.
  • ალფრედო გარსია კასტელბლანკო (რეზიდენციით ქ. ვარშავა) - 2015-2017
  • ხოსე ლუის მორალეს მოლინე - 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 28 თებერვლამდე (რეზიდენციით ქ.ფრანკფურტი)

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ჩილე–საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია: კულტურა, განათლება,

ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა.

ეკონომიკური თანამშრომლობა: (2005-2013 წლები)

ჩილეს რესპუბლიკა

წელი

იმპორტი

ექსპორტი

2005

41.2

-

2006

653.8

50.7

2007

288.5

194.3

2008

1,228.30

-

2009

1,582.30

-

2010

1,693.70

-

2011

384.9

-

2012

672.8

929.9

2013*

785.7

3565.7

საქართველოს მხრიდან ჩილეს რესპუბლიკაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2015 წლის 25 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ჩილეს რესპუბლიკას ეწვია და ჩილელ კოლეგას, ერალდო მუნიოსს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, გაფორმებული იქნა უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება.

2014 წლის 11 მარტს საქართველოს საგანეგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა სეხნიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სანტიაგოში გამართულ ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში.

2013 წლის 17-18 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩილეს რესპუბლიკაში, (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი) გელა სეხნიაშვილი დაესწრო ქ. სანტიაგოში გამართულ ჩილეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. 17 სექტემბერს, სანტიაგოში ხელი მოეწერა "შეთანხმებას საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ".

2013 წლის 25–26 აპრილს ქ. სანტიაგოში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის. ხელი მოეწერა "ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის" და "ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და ჩილეს რესპუბლიკის "ანდრეს ბელოს" სახელობის დიპლომატიურ აკადემიას შორის".

2013 წლის 4 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა სეხნიაშვილმა ჩილეს რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესში) რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტს მიგელ ხუან სებასტიან პინერა ეჩენიკეს.

2011 წლის 4 ოქტომბერს ქ. სანტიაგოში, საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო უწყებებსშორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნასაქართველოსა და ჩილეს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი დაკულტურული ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებშითანამშრომლობის საკითხები.

ჩილეს რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2013 წლის 28 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოში არარეზიდენტიელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლებიგადასცა ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ხოსე ლუის მორალეს მოლინემ (რეზიდენციით ქ.ფრანკფურტი)

სამართლებრივი ბაზა:

1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩილეს სოფლის მეურნეობისსამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, მეთევზეობის, აგროინდუსტრიისა დასასოფლო–სამეურნეო რაიონების განვითარების დარგში ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. - ხელმოწერილია და ძალაშია 19.10.2011.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთასამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგებისმემორანდუმი. - ხელმოწერილია და ძალაშია 25.04.2013.

3. „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნებისგაუქმების შესახებ“ შეთანხმება. - ხელმოწერილია 17.09.2013 ძალაშია 01.05.2015.

4. „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება. - ხელმოწერილია 26.06.2015. ძალაშია 01.08.2015

ბმულები:

ჩილეს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი: http://www.gobiernodechile.cl/

ჩილეს საკანონმდებლო ორგანოს ვებ–გვერდი: http://www.congreso.cl/

ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.minrel.gov.cl