საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურუგვაის რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

საქართველოსა და ურუგვაის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 11 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ურუგვაის რესპუბლიკაში:

  • ირაკლი ყურაშვილი (რეზიდენციით ქ.ბუენოს-აირესი) - 2018 წლის 14 მაისიდან
  • გელა სეხნიაშვილი (რეზიდენციით ქ.ბუენოს-აირესი) - 2013 წლის 21 მარტიდან 2017 წლის ივნისამდე

ურუგვაის რესპუბლიკის მიერ საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდება ბუქარესტში ურუგვაის საელჩოს მეშვეობით.

ურუგვაის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში: 

  • მანუელ ვიეირა (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 2014 წლიდან- დღემდე

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ურუგვაი–საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია: კულტურა, განათლება,

ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა.

ეკონომიკური თანამშრომლობა:

სავაჭრო ბრუნვა 2005-2013 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

ურუგვაის რესპუბლიკა

წელი

იმპორტი

ექსპორტი

2005

1.4

17.4

2006

386.2

156.2

2007

402.7

-

2008

104.6

-

2009

505.7

1.8

2010

667.4

-

2011

405.7

70.5

2012

2,772.7

-

2013*

1,950.1

990.7

საქართველოს მხრიდან ურუგვაის რესპუბლიკაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2015 წლის 25 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას ეწვია და ურუგვაელ კოლეგას, როდოლფო ნინ ნოვოას შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, გაფორმებული იქნა უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება.

2013 წლის 29 აპრილს ქ. მონტევიდეოში გაიმართა საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურრესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი. ქართული დელეგაციისხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია მიიღო ურუგვაის საგარეოსაქმეთა მინისტრმა ლუის ალმაგრო ლემესმა.

2011 წლის 6 ოქტომბერს ქ. მონტევიდეოში საქართველოსა და ურუგვაის საგარეო უწყებებს შორისპოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნასაქართველოსა და ურუგვაის შორის პოლიტიკური, სამართლებრივი, კულტურული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებშითანამშრომლობის საკითხები.

სამართლებრივი ბაზა:

1. „საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. - ხელი მოეწერა 29.04.2013. ძალაშია 20.11.2014.

2. „საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმება - ხელმოწერილია 29.04.2013. ძალაშია 01.10.2013.

3. „საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება - ხელმოწერილია 24.06.2015 ძალაშია 16.08.2015

ბმულები:

ურუგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებ–გვერდი: http://www.presidencia.gub.uy

ურუგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.mrree.gub.uy

ურუგვაის საკანონმდებლო ორგანოს ვებ–გვერდი: http://www.parlamento.gub.uy/