საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პარაგვაის რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2010 წლის 9 მარტს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პარაგვაის რესპუბლიკაში:

  • ირაკლი ყურაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი) - 2018 წლის მარტიდან
  • გელა სეხნიაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი)- 2013 წლის 28 იანვრიდან 2017 წლის ივნისამდე

საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაის რესპუბლიკაში

  • კონრადო პაპალარდო (2011 წლის 24 ოქტომრბიდან -დღემდე)

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

პარაგვაი–საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია: კულტურა, განათლება,

ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა.

ეკონომიკური თანამშრომლობა: (2005-2013 წლები)

პარაგვაის რესპუბლიკა

წელი

იმპორტი

ექსპორტი

2005

-

-

2006

-

-

2007

138,8

-

2008

-

-

2009

-

-

2010

-

-

2011

-

-

2012

90

-

2013*

448.5

0.1

საქართველოს მხრიდან პარაგვაიში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2014 წლის 18 აგვისტოს პარაგვაის რესპუბლიკას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეწვია. სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმამ.წ. 18 აგვისტოს გამართა შეხვედრები პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრ ელადიო ლოისაგასა დაპარაგვაის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ოსკარ სტარკთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პარაგვაის შორის ორმხრივი ურთიერთობებისშემდგომი განვითარების საკითხებს. დავით უსუფაშვილს თან ახლდა საპარლამენტო დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: თედო ჯაფარიძე, გიგა ვეკუა, გიგლა აგულაშვილი, გიორგი ბარამიძე, აგრეთვე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პარაგვაის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესში), გელა სეხნიაშვილი. იმავე დღეს პარაგვაის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის, კონრადო პაპალარდო სალდივარის რეზიდენციაში გაიმართა მიღება ქართული დელეგაციის საპატივცემულოდ, რომელსაც ესწრებოდნენ პარაგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სენატორები, დეპუტატები და ბიზნესმენები.

2013 წლის 28 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულფლებიანმა ელჩმა პარაგვაის რესპუბლიკაში, გელა სეხნიაშვილმა (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი) რწუნებათა სიგელები გადასცა პარაგვაისპრეზიდენტს ფედერიკო ფრანკო გომესს

2012 წლის 12-13 ნოემბერს პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში საქართველოსა და პარაგვაის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.

პარაგვაის მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2010 წლის ნოემბერში გაეროსთან ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩების ვიზიტის ფარგლებშისაქართველოს ეწვია გაეროსთან პარაგვაის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ბატონი ხოსეანტონიო დოს სანტოსი.

სამართლებრივი ბაზა:

1. „საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობებისდამყარების შესახებ“ ერთობლივი კომუნიკე. - ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან 09.03.2010.

2. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთასამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. - ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან 13.11.2012.

ბმულები:

პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებ–გვერდი: www.presidencia.gov.py

პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.mre.gov.py

პარაგვაის საკანონმდებლო ორგანოს ვებ–გვერდი: www.congreso.gov.py