საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეკვადორის რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

ეკვადორის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1998 წლის 28 იანვარს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ეკვადორის რესპუბლიკაში

  • ირაკლი ყურაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი)- 2018 წლის 8 მაისიდან
  • გელა სეხნიაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი) – 2014 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისამდე
  • ოთარ ბერძენიშვილი (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) - 2012 წლის 15 მარტიდან - 2014 წლის 26 მარტამდე.

ეკვადორის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • რობერტო ბეტანკურ რუალესი (რეზიდენციით ქ. ანკარა) – 2016 წლის 29 ნოემბრიდან - დღემდე
  • აგუსტო საა კორიერე- 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლამდე (რეზიდენციით ქ. ანკარა)

 

დიპლომატიური გადაფარვა:

საქართველოს მიერ ეკვადორის დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდება არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან.

ეკვადორის მიერ საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდება თურქეთში ეკვადორისრესპუბლიკის საელჩოდან.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ეკვადორსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია: კულტურა, განათლება,

ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა.

ეკონომიკური თანამშრომლობა: (2005-2013 წლები, ათასი აშშ დოლარი):

ეკვადორის რესპუბლიკა

წელი

იმპორტი

ექსპორტი

2005

2,236.7

-

2006

1,805.8

19,3

2007

2,578.7

353,4

2008

4,341.6

47,1

2009

6,620.3

1,2

2010

13,078

-

2011

16,661.5

1,981.9

2012

16,053.5

2,759.5

2013*

14,907.4

2,924.8

საქართველოს მხრიდან ეკვადორის რესპუბლიკაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2012 წლის 15 მარტს ეკვადორის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცაეკვადორის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ლენინ მორენო გარსიას. ოფიციალური ცერემონიისფარგლებში გამართული შეხვედრისას აღინიშნა 2011 წელს საქართველოსა და ეკვადორშიგამართული კულტურის დღეების მნიშვნელობა და გამოითქვა სურვილი, საქართველოსა დაეკვადორს შორის გაღრმავდეს თანამშრომლობა კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ვაჭრობისმიმართულებით.

2010 წლის 20 აპრილს ქ. კიტოში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა დაეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებისდონეზე. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო - ეკვადორს შორის პოლიტიკური, ეკონომიკურიდა კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ასევე განისაზღვრათანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები.

2010 წლის 8 მაისს ქ. სან-ხოსეში, კოსტა-რიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალისფარგლებში შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის მოკლე შეხვედრაეკვადორის პრეზიდენტთან ბატონ რაფაელ კორეასთან.

2011 წლის 23-27 ნოემბერს ეკვადორში ქ. გუაიაკილსა და ქ. კუენკაში გაიმართა საქართველოსკულტურის დღეები.

ეკვადორის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2013 წლის 28 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოში არარეზიდენტიელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია. საგარეო საქმეთა მინისტრისმოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ეკვადორის რესპუბლიკისელჩმა აგუსტო საა კორიერემ (რეზიდენციით ანკარაში)

2011 წლის 27-31 მაისს საქართველოში დაგეგმილი ეკვადორის კულტურის დღეების ფარგლებშისაქართველოს ეწვია ეკვადორის დელეგაცია, თურქეთში ეკვადორის საგანგებო და სრულუფლებიანიელჩის აუგუსტო საას ხელმძღვანელობით. ეკვადორის კულტურის დღეები გაიმართა თბილისსა დაბათუმში.

2011 წლის 20 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეხვედრა ეკვადორის საგარეო საქმეთა, კომერციისა და ინტეგრაციის სამინისტროში კულტურის საკითხებში პრეზიდენტის კოორდინატორსმარია მერსედეს გევარასა და ეკვადორის კულტურის სამინისტროში კულტურის საკითხებშიპრეზიდენტის კოორდინატორს ლუის დარიო ალბუხას შორის.

სამართლებრივი ბაზა:

მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა სფეროებში შეთანხმებების გასაფორმებლად (სულ 5)

ეკვადორის რესპუბლიკის საელჩო თურქეთში (ახორციელებს საქართველოს დიპლომატიურ გადაფარვას)

Kelebek Sk 21/1 GOP Ankara, Turkey
ტელ:(0090) 3124460160
E-mail: eecuturquia@mmrree.gov.ec

ბმულები:

ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: http://www.mmrree.gov.ec/

ეკვადორის პრეზიდენტის ვებ-გვერდი: http://www.presidencia.gob.ec/