საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო

ბოლივიის რესპუბლიკა

საქართველოსა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოს შორის დიპლომატიურიურთიერთობები დამყარდა 1998 წლის 20 ნოემბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში:

  • ირაკლი ყურაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი) - 2018 წლის აპრილიდან
  • გელა სეხნიაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი) – 2014 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისამდე
  • ოთარ ბერძენიშვილი - 2011 წლის 24 აგვისტოდან - 2014 წლის 26 მარტამდე (რეზიდენციით ქ. ბრაზილია).

ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • დოქტორი გონსალო დე აშა პრადო - 2002 - 2004 (რეზიდენციით ქ. მოსკოვი);

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ორმხრივ პოლიტიკურ დიალოგთან ერთად, ბოლივია-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, ხორციელდება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. ამასთან, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.

ეკონომიკური თანამშრომლობა: (2005-2013 წლები, ათასი აშშ დოლარი):

ბოლივიის მრავალეროვანი რესპუბლიკა

წელი

იმპორტი

ექსპორტი

2005

-

1.1

2006

-

-

2007

-

-

2008

-

-

2009

-

-

2010

-

-

2011

-

131,1

2012

-

9,486.30

2013*

-

1,260.90

საქართველოს მხრიდან ბოლივიის მრავალეროვნულ რესპუბლიკაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2012 წლის 8 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მიზნით ბოლივიასეწვია.

2010 წლის 23 აპრილს ქალაქ ლა-პასში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა დაბოლივიის საგარეო უწყებებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ბოლივიის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკურ და ტექნიკურსაკითხებზე კონსულტაციების ჩატარების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს. ვიზიტის ფარგლებში, ბოლივიის მხარის მოწვევით, საქართველოს დელეგაცია დაესწრო ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას კლიმატური ცვლილებების თაობაზე.

2011 წლის 24 აგვისტოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს პრეზიდენტს ევო მორალეს აიმას.

სამართლებრივი ბაზა:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობების სამინისტროს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების პროცედურის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი - ხელი მოეწერა 2010 წლის 23 აპრილს. ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ბმულები:

ბოლივიის საგარეო საქმეთა და კულტთა სამინისტროს ვებ-გვერდი: http://www.cancilleria.gob.bo/

ბოლივიის მთავრობის ვებ-გვერდი: http://www.bolivia.gob.bo/