საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არგენტინის რესპუბლიკა

ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაწყება

არგენტინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს დამოუკიდებლობა არგენტინამ აღიარა 1919 წლის 15 აგვისტოს, იპოლიტო ირიგოიენის პრეზიდენტობის პერიოდში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები არგენტინის რესპუბლიკაში:

  • ირაკლი ყურაშვილი - 2018 წლის თებერვლიდან
  • გელა სეხნიაშვილი - 2012 წლის 27 სექტემბრიდან 2017 ივნისამდე
  • ალექსანდრე ლაცაბიძე - 2012 წლის 10 აპრილიდან სექტემბრამდე

არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში

  • ხუან ლუის ტეტამანტი (რეზიდენციით ქ. ანკარა) – 26.05.2017-დან დღემდე
  • ხუან ხოსე არკური - 2013 წლიდან - 2016 წლის ივნისამდე
  • არმანდო ხუან ხოსე მაფეი (Armando Juan Jose Maffei) - 2011 წლის 19 ოქტომბრიდან-2013 წლის აგვისტომდე (რეზიდენციით ქ. ანკარა)
  • ხუან კარლოს სანჩეს არნაუ (Juan Carlos Sanchez Arnau) -2000-2006 წლები. (რეზიდენციით მოსკოვი);

 

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

არგენტინა–საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია: კულტურა,განათლება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა.

ეკონომიკური თანამშრომლობა:

სავაჭრო ბრუნვა 2005-2013 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

არგენტინის რესპუბლიკა

წელი

იმპორტი

ექსპორტი

2005

1,053.00

1.7

2006

941.8

5

2007

2,711.20

-

2008

3,687.50

-

2009

3,621.50

2,1

2010

4,948.80

-

2011

8,347.10

159

2012

9,569.90

141

2013*

16,828.30

5,9

საქართველოს მხრიდან არგენტინის რესპუბლიკაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2015 წლის 23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი არგენტინის რესპუბლიკას ეწვია და არგენტინელ კოლეგას, ექტორ ტიმერმანს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, გაფორმებული იქნა საერთაშორისო ხელშეკრულებები კულტურის, ეკონომიკის, საბაჟო და სავიზო დარგებში. ასევე, მინისტრმა საჯარო ლექცია გამართა არგენტინის დიპლომატიურ აკადემიაში საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ.

2014 წლის 20 აგვისტოს, პარაგვაიში ვიზიტის განხორციელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით არგენტინის რესპუბლიკას ეწვია. გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკტორ ტიმერმანის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, გელა სეხნიაშვილი. იმავე დღეს გაიმართა ოფიციალური სადილი ბუენოს აირესში აკრედიტებული სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ელჩების მონაწილეობით (ბრაზილია, ეკვადორი, ბოლივია, პერუ). საღამოს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა არგენტინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგელებს.

2013 წლის 24 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით ეწვია არგენტინის რესპუბლიკას პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა დავით ჯალაღანიასა და არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ედუარდო სუაინს შორის. ვიზიტისას ხელი მოეწერა "საქართველოსა და არგენტინას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებასა" და "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეროვნულ დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს". ამავე ვიზიტის ფარგლებში ლა პლატის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული კათედრა (ქართულ სწავლებათა თავისუფალი კათედრა).

2012 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ელჩმა გელა სეხნიაშვილმა არგენტინის რესპუბლიკაშირწმუნებათა სიგელები გადასცა არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ამადო ბუდუს.

2012 წლის 10 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არგენტინისრესპუბლიკაში, ალექსანდრე ლაცაბიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა არგენტინის პრეზიდენტსკრისტინა ფერნანდეს დე კირშნერს.

2012 წლის 16 იანვარს გაიხსნა საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ 2011 წლის 9-10 დეკემბერსმონაწილეობა მიიღო ქ. ბუენოს-აირესში არგენტინის პრეზიდენტის კრისტინა ფერნანდეს დეკირშნერის ინაუგურაციის ცერემონიალში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში 9 დეკემბერსგაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა არგენტინის რესპუბლიკის საგარეოსაქმეთა მინისტრთან ბატონ ჰექტორ ტიმერმანთან.

2009 წლის 23-24 ნოემბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, პოლიტიკური კონსულტაციებისფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგიბოკერიას შეხვედრები არგენტინის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროების მაღალი დონის წარმომადგენლებთან. შეხვედრების ძირითად მიზანს წარმოადგენდასაქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური და ეკონომიკურითანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვა და კონკრეტული სფეროებისა დამიმართულებების განსაზღვრა. ასევე, შეხვედრების დროს განხილულ იქნა ორმხრივი დამრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

არგენტინის მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2013 წლის 18 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეხვედრა თურქეთში არგენტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ხუან ხოსე არკურთან. არგენტინის ელჩი საქართველოს ეწვია 16 ნოემბერს სპეციალური მისიით, რათა არგენტინის მთავრობა წარმოედგინა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალზე.

2013 წლის 4 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს არგენტინის ეროვნული დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ხუან კარლოს ვალე რელეიჰი ეწვია. ქართველ დიპლომატებთან საუბრის თემა, არგენტინის საგარეო პოლიტიკა და არგენტინა-საქართველოს ურთიეთობები იყო. ხუან კარლოს ვალე რელეიჰამ თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად სამინისტროს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელ მაია ყიფშიძეს სამახსოვრო მედალიონი გადასცა.

2013 წლის 13-16 ოქტომბერს თბილისს ეწვია არგენტინის სავაჭრო მისია არგენტინის რესპულიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაჭრობისა და ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორის ბ-ნ ავგუსტინ ვიდლერის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იყვნენ არგენტინული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველ ბიზნესმენებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებითა და შემდგომი განვითარებით. მ.წ. 15 ოქტომბერს, 9:30 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ბიზნეს ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. გაიმართა ინდივიდუალური და ორმხრივი მოლაპარაკებები არგენტინულ და ქართულ კომპანიებს შორის. დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებოდა არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და მესაქონლეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიგელ დონატელი, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ილია კვიტაიშვილთან.

2013 წლის 26 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში არგენტინის ლა პლატის უნივერსიტეტის პროფესორმა პაულო ბოტამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „არგენტინის საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობები კავკასიასთან“. პროფესორმა, პაულო ბოტამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო არგენტინის საგარეო პოლიტიკის ხედვა კავკასიის რეგიონთან მიმართებაში.

2012 წლის 5-7 სექტემბერს რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ეწვია არგენტინისდელეგაცია არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰექტორ ტიმერმანის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ მინისტრი ტიმერმანი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან პირველი საგარეო საქმეთამინისტრია, რომელმაც საქართველოში ვიზიტი განახორციელა.

2011 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილისადმიარგენტინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (რეზიდენციით ქ. ანკარა) ხუან ხოსე მაფეის მიერრწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი.

2011 წლის 19 ოქტომბერს საქართველოში არგენტინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) ხუან ხოსე მაფეიმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს.ოფიციალური ცერემონიისდასრულების შემდეგ, გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არგენტინასშორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობისგაღრმავების პერსპექტივები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

2010 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვია ლათინური ამერიკის ქვეყნების დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყო გაეროსთან არგენტინის, პარაგვაისა და სურინამის მუდმივიწარმომადგენლები, გაეროსთან პერუსა და ბრაზილიის მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეებიდა ჰონდურასის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი.

სამართლებრივი ბაზა:

1. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეოურთიერთობათა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს შორის ორმხრივიკონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. - ხელმოწერილია და ძალაშია 21.09.2010

2. “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის სოფლისმეურნეობის, მესაქონლეობის, მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, მეთევზეობის, აგროინდუსტრიისა და სასოფლო-სამეურნეო რაიონებისგანვითარების დარგში ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. - ხელმოწერილია და ძალაშია 15.10.2010

3. საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორისდიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებშეთანხმება. - ხელმოწერილია 24.04.2013. ძალაშია 25.06.2013

4. არგენტინის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭროთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. - ხელმოწერილია და ძალაშია 23.06.2015

5. საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟოსაკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება - ხელმოწერილია 23.06.2015

6. საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურისსფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება - ხელმოწერილია 23.06.2015 ძალაშია 5.08.2015

7. საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორისორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება - ხემოწერილია 23.06.2015 ძალაშია 5.09.2015

ბმულები:

არგენტინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი: http://www.presidencia.gov.ar/

არგენტინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური ვებ–გვერდი: http://www.senado.gov.ar/