საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის ახლადდანიშნულ მდივანს შეხვდა

2021 წლის 29 სექტემბერს არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის ახლადდანიშნულ მდივანთან, კლაუდიო ხავიერ როზენკვაიგთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე თემები, კერძოდ, 2021 წლის ბოლო კვარტალსა და 2022 წლის პირველ ნახევარში დასაგეგმ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.

ბატონი როზენკვაიგი მიესალმა ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად, არგენტინის სენატში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის შექმნას.