საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ბუენოს-აირესის პროვინციის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს შეხვდა

2021 წლის 9 ივნისს საქართველოს საელჩოში ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ბუენოს-აირესის პროვინციის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან რამირო ორდოკისთან.

საუბარი შეეხო არგენტინის ყველაზე დიდი ფედერალური ერთეულის - ბუენოს-აირესის პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატასთან ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.