საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „იმედის“ საავტორო გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“

2021 წლის 5 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ საავტორო გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ მიწვეულ იქნა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი.

ირაკლი ყურაშვილმა უპასუხა ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილის კითხვებს, რომელიც ეხებოდა საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური დაფარვის ქვეყნებთან, ამ ქვეყნების პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას და გლობალური პანდემიის პირობებში მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.

გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://www.imedi.ge/ge/video/76652/shemdegi-gachereba--irakli-kurashvili?fbclid=IwAR3Z04l2HWMDIQIoN9-EmEzxlORaB-V2Y_gf9u38BqOsKzI4ajrhbpvobSw