საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ვირტუალურ რეჟიმში სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

2021 წლის 6 აპრილს არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ვირტუალური შეხვედრა გამართა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან.  

 

შეხვედრის თემას წარმოადგენდა საქართველო-არგენტინას შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობა ზოგადად ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.