საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო

2021 წლის 24 მარტს, . ასუნსიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარაგვაიში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილი პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუკლიდეს ასევედომ მიიღო.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სულ რაღაც 11-წლიანი პერიოდის მიუხედავად, ურთიერთნდობაზე დამყარებული საქართველო-პარაგვაის ურთიერთობები დინამიზმით გამოირჩევა. საუბარი პანდემიის ფონზე, 2021 წლის განმავლობაში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების გააქტიურებას შეეხო.