საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ეკვადორის ლოხას ცოცხალი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

ეკვადორში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ინიციატივით და საელჩოს ორგანიზებით, 2020 წლის 18-22 ნოემბერს, ეკვადორის ლოხას ცოცხალი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში საქართველოს სახელით მონაწილეობს ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. 

პანდემიის გათვალისწინებით, ფესტივალი ვირტუალურად მიმდინარეობს. სუხიშვილების კონცერტი ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა 18 ნოემბერს, ფესტივალის ონლაინ პლატფორმების მეშვეობით. კონცერტს წინ უძღოდა საქართველოს ელჩის ირაკლი ყურაშვილის მისასალმებელი ვიდეომიმართვა, სადაც ელჩი ქართული კულტურის განვითარების ისტორიაში "სუხიშვილების" როლზე საუბრობს.

საქართველოს გარდა, ფესტივალის საერთაშორისო სექციაში წარმოდგენილია 5 ქვეყანა - ჩინეთი, საფრანგეთი, არგენტინა, პერუ და ინდონეზია.

ბმული:  https://festivaldeloja.com/title/danzas-tradicionales/