საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „კავკასიის როლი ევროპის სტაბილურობის უზრუნველყოფაში“

2020 წლის 7 ოქტომბერს, მექსიკის მონტერეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და მმართველობის სკოლის მოწვევით, არგენტინაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე
„კავკასიის როლი ევროპის სტაბილურობის
უზრუნველყოფაში“. 

 

ლექცია გაიმართა ონლაინ პლატფორმის Zoom-ის მეშვეობით. ელჩმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ევროპის როლზე საქართველოსა და ზოგადად რეგიონის სტაბილურობისა და ასევე ევროპისთვის სტაბილური და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობის შესახებ. ირაკლი ყურაშვილმა უპასუხა პროფესორებისა და სტუდენტების კითხვებს, რომლებიც ეხებოდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციიის მიმართულებით საქართველოს მიერ არჩეულ საგარეო კურსს. 

ლექციას უძღვებოდნენ ელჩი ლუის ორტის მონასტერიო და კათედრის პროფესორი, ალექსი ასათაშვილი.