საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არგენტინის წამყვანი გამოცემის "Clarin”-ის სტატია, სადაც მოცემულია მცირე ინტერვიუ არგენტინაში საქართველოს ელჩთან ირაკლი ყურაშვილთან

დიპლომატია "შიგნიდან“

ელჩები არგენტინაში: ფეხბურთს, ხორცსა და ტანგოს შორის

ისინი უცხოელები არიან, რომლებმაც ალბათ უკეთ იციან ჩვენი ქვეყნის საიდუმლოებები. კლარინი ესაუბრა ზოგიერთ ელჩს იმის გასარკვევად, თუ როგორები ვჩანვართ გარედან.

საქართველოსგან განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანაში ცხოვრება „არ წარმოადგენს არანაირ ბარიერს, არამედ ქმნის ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას“, ამბობს საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი, რომელიც მიიჩნევს რომ „არგენტინის მთავარი ხიბლი არგენტინელების გახსნილობაა“. აქვე განმარტავს, რომ არგენტინა თბილი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც ისწავლა, რომ ხელშესახები შედეგების მისაღებად კონცენტრირება საერთო ღირებულებებსა და  და იმ საკითხებზე უნდა გააკეთოს, რაც გეოგრაფიული დაშორების მიუხედავად, აერთიანებს ხალხებს.

არგენტინის მასშტაბით ოფიციალურ მოგზაურობებს შორის ხაზგასმით აღნიშნა 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ვიზიტი მენდოსაში. „წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე" - განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ვიზიტის მიზანი ორი ქვეყნის ღვინის მთავარ მწარმოებელ რეგიონებს - მენდოსას პროვინციასა და კახეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა იყო. ვიზიტის ფარგლებში „ქართული ღვინო წარვადგინე, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია აქვს, მოგვიანებით კი ქართული დიასპორის წარმომადგნელბს შევხვდი, რომლებიც მენდოსაში 20 წელზე მეტია ცხოვრობენ”, განაცხადა ელჩმა.

ასევე იხსენებს სხვა მოგზაურობას, რომლის დროსაც აღმოაჩინა მისი უსაყვარლესი არგენტინული კერძი „სალტას ემპანადა“ – „თითქოს უბრალო კერძია, თუმცა მდიდარი არომატით, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს მიირთვა, სადაც არ უნდა იყო“, განაცხადა.

2018 წელს ბუენოს აირესში  ჩამოსვლის შემდეგ შეძენილ  ახალ ჩვევებს შორის ასახელებს  „მისალმების დროს გადაკოცნას“. მიუხედავად იმისა, რომ  ირაკლი ყურაშვილი აღიარებს, რომ პანდემიამ აკრძალა  ამ ჟესტის გამოყენება, იმედს იტოვებს, რომ მალე  ჩახუტება კვლავ შესაძლებელი  გახდება. მისი მიმდინარე ამოცანა იგუასუს ჩანჩქერების გაცნობაა.

ბმული:

https://www.clarin.com/mundo/embajadores-argentina-futbol-carne-tango_0_IOCXgXye