საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ ქართულ დიასპორას უმასპინძლა

2020 წლის 31 იანვარს საქართველოს საელჩომ ბუენოს-აირესში მცხოვრებ მცირერიცხოვანი დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა თანამემამულეებს მიმდინარე წელს საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და ხაზი გაუსვა საქართველოს ცნობადობის ამაღლების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას. ამასთან, ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოწვევებისა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.