საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტის მინისტრის მოადგილესთან

2020 წლის 30 იანვარს არგენტინის რესუბლიკაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტის მინისტრის ახალ მოადგილესთან, ელჩ პაბლო ანსელმო ტეტამანტისთან. მხარებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილეს და შეხედულებები გაცვალეს გლობალური თემების გარშემო.