საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაში

2019 წლის 10 დეკემბერს გაიმართა არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის ინაუგურაციის ცერემონია.

 

აღნიშნულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია სულავამ (დელეგაციის ხელმძღვანელი) და არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა.