საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის პრეზენტაცია საქართველოს შესახებ

ვისენტე ლოპესის როტარი კლუბის მიწვევით, 2019 წლის 30 ოქტომბერს ოლივოს იახტ-კლუბში გაიმართა არგენტინაში საქართველოს ელჩის ირაკლი ყურაშვილის პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. 


ელჩმა გამოსვლაში საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის განვითარების ისტორიაზე, კულტურულ მახასიათებლებსა და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საკვანძო ასპექტებზე ისაუბრა. აქვე, მიმოიხილა საქართველოსა და არგენტინას შორის მზარდი მეგობრული ურთიერთობების დინამიკა.


პრეზენტაციის დასასრულს, ელჩმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საქართველოს, როგორც ღვინის აკვანის თემამ.