საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფილმის „მანდარინები“ ჩვენება ქალაქ პინამარში

2019 წლის 12 ოქტომბერს, არგენტინაში საქართველოს საელჩოს, პინამარის სასტუმროების ასოციაციისა და UCEMA-ს უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, არგენტინის ქალაქ პინამარში (ბუენოს-აირესის პროვინცია) საერთაშორისო ფილმების ციკლის “Diálogos con el Cine Imperdible en Pinamar“ ფარგლებში ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მიმართა არგენტინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა სოფია ვეკუამ, რომელმაც წარმოდგენილი ფილმის შესახებ ისაუბრა.