საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გამოფენა „აღმოაჩინე უცნობი ევროპა: საქართველო - სიცოცხლის ქვეყანა“ ბუენოს-აირესში

2019 წლის 4 ოქტომბერს ბუენოს-აირესის მე-14 კომუნის სათაო ოფისში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა გამოფენა „აღმოაჩინე უცნობი ევროპა: საქართველო - სიცოცხლის ქვეყანა“ გახსნა. ცერემონიას ესწრებოდნენ ბუენოს-აირესის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებიათ ქართული ღვინო. გამოფენა 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.