საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეკვადორში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

 

დამსწრე საზოგადოებას  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეკვადორში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა და ეკვადორში საქართველოს საპატიო კონსულმა, მანუელ კაკაბაძე ნავარომ.
 
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ეკვადორს  შორის  ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების დინამიკას. ასევე, ირაკლი ყურაშვილმა მიმოიხილა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში გატარებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე.
 
მიღების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიეწოდათ  საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
 
ეკვადორში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, ელჩ აუგუსტო საასთან და ეკვადორის პარლამენტის საგარეო საქმეთა სამსახურის დირექტორთან, კრისტინა კასტრილიონთან.

ღონისძიებას, რომელიც ეკვადორში საქართველოს საპატიო კონსულის, მანუელ კაკაბაძე ნავაროს რეზიდენციაში გაიმართა, ესწრებოდნენ ეკვადორის მთავრობის წევრები და ეკვადორში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.